ვინ ფლობს დიპლომატიურ პასპორტს საქართველოში

6 days ago 4

ახალი ამბები

16 დეკემბერი, 2024 •

ვინ ფლობს დიპლომატიურ პასპორტს საქართველოში

ევროკავშირი ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურის წამოწყებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

კანონმდებლობის თანახმად, დიპლომატიური პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დიპლომატიური პასპორტის მიღების უფლების მქონე პირები არიან:

  • საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე;
  •  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მეუღლე;
  •  საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე;
  •  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
  •  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
  •  საქართველოს პარლამენტის წევრები;
  •  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე;
  • საქართველოს მინისტრები და საქართველოს სახელმწიფო მინისტრები, მათი პირველი მოადგილეები და მოადგილეები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლე;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
  • საქართველოს გენერალური პროკურორი;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი – გენერალური აუდიტორი;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
  • საქართველოს სახალხო დამცველი;
  • სახელმწიფო ინსპექტორი;
  • საქართველოს ბიზნესომბუდსმენი;
  • საქართველოს უზენაესი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები, საქართველოს სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის მოხელეები;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის საჯარო მოსამსახურეები;
  • საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი და მისი მოადგილე;
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ქორეპისკოპოსი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის „მომლოცველთა სამსახურის“ დეპარტამენტის თავმჯდომარე;
  • საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური;
  • ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების წევრები;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
  • საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფი თანამშრომლები, საქართველოს საპატიო კონსულები, დიპლომატიური კურიერები, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და მეკავშირე პროკურორის დამხმარე, თავდაცვის ატაშეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომერციული ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული ზემოაღნიშნული პირების (გარდა საქართველოს საპატიო კონსულებისა და დიპლომატიური კურიერებისა) მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების არაუმეტეს 15 თანამშრომლისა, საქართველოს დაზვერვის სამსახურის არაუმეტეს 30 თანამშრომლისა, შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელი;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის არაუმეტეს 50 თანამშრომელი;
  • სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერი,  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
  • უცხოეთის სახელმწიფოებში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირები, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ხოლო, თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები, აგრეთვე, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელით დანიშნული მოსამართლეები;
  • ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები;
  • უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები, რომლებიც არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები

მასალების გადაბეჭდვის წესი

    ასევე:
  • ევროკავშირმა თინა კანდელაკი დაასანქცირა
  • დიპლომატიური პასპორტების აკრძალვა მინიმუმია, რაც EU-მ უნდა გააკეთოს- ბუდრისი
  • დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული – ევროკავშირი
სრულად წაკითხვა