ინგლისის ჩემპიონშიფის 22-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "ვოტფორდი" "ბარნლის" "ტურფ მორის" სტადიონზე ესრუმრა.
მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა სრულად ითამაშა.
გიორგი "ვოტფორდის" რიგებში მართლაც, გამორჩეული იყო.
ამაზე მისი შეფასებაც მეტყველებს - გამოცემა "Sofascore" ჩაკვეს თამაშს 7,5 ქულით აფასებს, რაც სტუმართა მხრიდან საუკეთესო შედეგია.
ცნობისთვის, "ვოტფორდი" 34 ქულით ექვსეულს მიღმა, მე-7 ადგილზე იმყოფება, თუმცა 1 მატჩი თადარიგში აქვს.