“ვტირი გაუჩერებლად… ჯანდაბა ჩემს თავს და კიბოს… რა გავაკეთო, რით დაგეხმაროთ” – რუსუდან ცირეკიძე

2 weeks ago 9

ენმ-ის წევრი, რუსუდან ცირეკიძე:

ვტირი გაუჩერებლად..

შიშის ან პესიმიზმის გამო კი არა- ფიზიკური უღონობის, უფრო სწორად უღონო ბრაზის გამო.

ყველა ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს, თანაპარტიელს, ენმ-ელსაც და ახლების წევრსაც, ჩემს შვილებს, შვილიშვილებს და მათ მეგობრებს ბოდიშს გიხდით, მაპატიეთ..

ასე მგონია ჩემს 12 წლიან ბრძოლას აზრი დაეკარგა იმის გამო, რომ ამ დღეებში , მითუმეტეს დღეს თქვენს გვერდით არ ვარ.

ჯანდაბა ჩემს თავს და კიბოს 

რა გავაკეთო, რით დაგეხმაროთ

ასე უსუსურად თავი ცხოვრებაში არ მიგრძვნია.

სრულად წაკითხვა