WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

5

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი მწვავედ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში დგას, ამ პრობლემის გადასაჭრელადაც უცხოეთიდან, კერძოდ ინდოეთიდან, მუშახელის შემოყვანას განიხილავს – ამის შესახებ პაპაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.

ბიზნესმენის თქმით, ისინი ფიქრობენ იმუშაონ  HR კომპანიებთან, ინდოეთიდან არა პროფესიონალების, არამედ უბრალოდ მუშის შემოყვანაზე.

“ვფიქრობთ, რომ ვიმუშაოთ მსხვილ HR კომპანიებთან, ინდოეთიდან. საუბარია არა პროფესიონალების, არამედ უბრალოდ მუშის შემოყვანაზე. შრომითი ძალა გვინდა. სოფლის მეურნეობაში ძალიან რთულია საპოვნელად იმ რაოდენობის ადამიანი, რაც დაგჭირდება. ჩემს მერძეულ ფერმაში დასაქმებას ვგულისხმობ, ასევე სახნავ-სათესი თემებია, სადაც ვფიქრობ, გაგვიჭირდება” – აღნიშნავს ბიზნესმენი.

ცნობისთვის, BAG ინდექსის 2026 წლის III კვარტალის მონაცემები აჩვენებს, რომ ბიზნესის მთავარი გამოწვევა კვლავაც სპეციალისტების ნაკლებობაა.