აბუ დაბიში დაპატიმრებულ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს მაქსიმალური ოდენობის ჯარიმა – 80 000 დოლარი დაეკისრათ. ისინი საქართველოში დაბრუნდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მათი დაკავების შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელების გასათავისუფლებლად რამდენიმე ზარიც განახორციელა, თუმცა ამის მიუხედავად, დეპუტატები იზოლატორში მაინც დატოვეს.