ინტერის თურქმა ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ დაადასტურა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი დამატება ბაიერნს სურდა.
"გასულ ზაფხულს ჩემი დამატება ბაიერნს სურდა, აგენტს ველაპარაკე და ვუთხარი, რომ ინტერთან კონსულტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მათ მიეღოთ - მე მიყვარს ეს კლუბი და აქ კარიერას სიამოვნებით დავასრულებდი", - განაცხადა ჩალჰანოღლუმ.
ცნობისთვის, 30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში თავი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.