ზელენსკი მოუწოდებს ევროკავშირს, ზეწოლა მოახდინოს ივანიშვილსა და „მის მეგობრებზე“

3 days ago 3

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, ზეწოლა განახორციელონ ბიძინა ივანიშვილზე და ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის კონტროლირებადი მაფია მუშაობს.

„სამწუხაროდ, რუსეთის კონტროლირებადი მაფია საქართველოში მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და დააშოროს ევროპულ გზას. თბილისში მოქმედი მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე“, — ციტირებს მას „ევროპეისკა პრავდა“.

ზელესნკი მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, ზეწოლა მოახდინონ ბიძინა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, „რათა არ მისცენ საშუალება, საქართველოს მოპარული ევროპული მომავლისგან მოგება ნახონ“.

„ვერ მივცემთ თავს საშუალებას, ევროპაში ერთი ქვეყანაც კი დავკარგოთ, ვინაიდან ერთის დაცემა ყველას გვაახლოებს კონფლიქტთან და დაყოფასთან“, — მიიჩნევს იგი.

სრულად წაკითხვა