ზენონ იარაჯული: „თავისუფლება და სოლიდარობა რეპრესირებულ თანამოქალაქეებს“

1 week ago 3

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოლიდარობას უცხადებს პროტესტის დაწყების შემდეგ დაწყებულ „რეპრესირებულ თანამოქალაქეებს“.

„თავის დროზე გრიგოლ რობაქიძე წერდა: „ქართველმა იგრძნო საქართველო და ამ გრძნობიდან ჩაისახა ქართული რენესანსი”. დიახ, ოდესღაც ამ შეგრძნებამ შვა სამართლებრივ სახელმწიფოში ქრისტიანულ ჰუმანიზმზე დაფუძნებული ეროვნული და საკაცობრიო მონაპოვარი, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”.

იმ დიდებული წარსულისგან განსხვავებით, საქართველოსადმი სრული უგრძნობლობის გამომხატველია ის გზავნილი,რაც ქართული ჰუმანიზმის სახელ- სიმბოლო რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს გამზირიდან დედის განწირული ხმით ძახილში, საქართველოს მოქალაქეების სისხლში, ცრემლებში, წამებასა და რეპრესიებში აისახა.

კიდევ ერთხელ, თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს ერთგულებისთვის, საქართველოს სიყვარულისთვის, სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ძიებისთვის ნაიარევ და რეპრესირებულ თანამოქალაქეებს!“, — ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა