ზვიად რატიანს მოტეხილი აქვს მეხუთე მალა, გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი და ძგიდე… – მწერალთა სახლში მწერლები ქეთი დუმბაძის მისვლას ელოდებიან

2 weeks ago 9

ზვიად რატიანს მოტეხილი აქვს მეხუთე მალა, გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი და ძგიდე... - მწერალთა სახლში მწერლები ქეთი დუმბაძის მისვლას ელოდებიანმწერალთა კავშირში ამ წუთებში მწერლები არიან შეკრებილები და მწერალთა კავშირის  თავმჯდომარის, ქეთი დუმბაძის იქ მისვლას ელოდებიან. მწერლები აქციებზე ძალადობრივი გზით დაკავებული კოლეგების ფოტოებით არიან მისულები – ზვიად რატიანის, თორნიკე ჭელიძის და დათა ხარაიშვილის. მათ მწერალთა კავშირის თავმჯდომარისგან აინტერესებთ, თუ რას ფიქრობს ამ ყველაფერზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც პოლიციამ 29 ნოემბრის ღამეს დააკავა.

დაკავებისას სასტიკად ნაცემი ზვიად რატიანი სასამართლოს დარბაზში საავადმყოფოდან მიიყვანეს. მას მოტეხილი აქვს მეხუთე მალა, გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი და ძგიდე, თავსა და მთელ სხეულზე აქვს სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები. მას ოპერაცია სჭირდება.

სრულად წაკითხვა