ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ აცხადებს, რომ მათი ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს.
ინფორმაცია ამის შესახებ „დაფიონის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.
ინფორმაციის გადამოწმებას ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც ცდილობს.
„ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს“, – წერს „დაფიონი“.