იმის გამო, რომ არასახარბიელო შედეგებს აფიქსირებს და გუნდში არც ისე კარგი სიტუაციაა, განიხილავენ, რომ რეალმა სეზონის ბოლოს ახალი მწვრთნელი დანიშნოს.
კარლო ანჩელოტიმ კი თქვა, რომ ამ საქმით არ დაღლილა და არც ენთუზიაზმი დაუკარგავს, თუმცა მისი გუნდი ჯერჯერობით თავის თავს არ ჰგავს.
Cadena Ser-მა აღნიშნული საკითხის შესახებ დაწერა, რომლის მტკიცებითაც ზინედინ ზიდანის დაბრუნების ვარიანტი არ არსებობს. მათი თქმით, ზიზუ რეალის ისევ ჩაბარებას კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან მისთვის ეს ეტაპი უკვე ოფიციალურად დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა მადრიდის რეალი 3 წლის წინ დატოვა. ზიზუმ მადრიდულ გრანდში 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თანაც ზედმიწევნით.