ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი კაშია დაინიშნა. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი თეატრს მიმდინარე წლის 22 აპრილიდან ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
გიორგი კაშიამ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დრამის რეჟისორის სპეციალობით.
გიორგი კაშიამ დადგა სპექტაკლები: დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება”
(2023), ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი” (2017), დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი” (2018), ერიკ ემანუელ შმიტის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” (2019), თავისივე „ბოლო სამუშაო დღე” (2019), „აღმოსავლეთისკენ” (2020) და „ომი ომია” (2020), ნიკოლოზ წულუკიძის „ჯადოსნური წრე” (2021), ნუგზარ ლორთქიფანიძის „თქვენო უდიდებულესობავ” (2021), ანდრია ვაჭრიძის „ანდერძი” (2022), ბერტოლდ ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი” (2023), ოსკარ უაილდის „სალომეა” (2023).
გიორგი კაშიას 2023 წელს გადაეცა თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისურისათვის; იმავე წელს იყო „წინანდლის პრემიის“ ნომინანტი.