ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

3 days ago 2

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ100 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ამასთან, აღნიშნული გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,” – წერია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა