ზურაბიშვილის თქმით, „რეჟიმი თავისით იშლება“

10 hours ago 2

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნების რეჟიმი თავისით იშლება“.

„რეჟიმის ჩამოშლა — ეს არის ის ალტერნატივა, ან დიალოგი, კომპრომისი და დათმობა. ყველაფერი არ იქნება ისე, როგორც ოცნება თვლის. საჭიროა დათმობა და რაღაცების აღიარება. შეიძლება კომპრომისი. თუ არა, ეს არის რეჟიმი ჩამოშლა. ის თავისით იშლება. ამაში არავის ხელი არ არის — არანაირი ომის პარტიის. არის თქვენი ხელი, ვინც ძალაუფლებაში ხართ, ვინაიდან ვერ მიხვდით, როგორ უნდა მოეპყროთ ქვეყანას და შეინარჩუნოთ ნდობა“, — განაცხადა მან.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დაპირებისამებრ, გამოაქვეყნა მისი გუშინდელი მიმართვის ხელახალი ჩანაწერი — ამჟამად, ორბელიანების რეზიდენციიდან. ზურაბიშვილმა დიდწილად, გაიმეორა გუშინდელი განცხადებები, თუმცა რამდენიმე ახალი განცხადებაც გააკეთა.

აქციაზე მისულ ზურაბიშვილს სიტყვის ბოლომდე წარმოთქმის საშუალება არ მიეცა, ტექნიკური ხარვეზების გამო, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლების მოწყობილი იყო. იქამდე, პოლიციამ ხელი შეუშალა აქციის მონაწილეებს გამოსვლისთვის საჭირო აპარატურის მიტანაში.

სრულად წაკითხვა