ზურაბიშვილი: „აქ ვარ და აქ ვრჩები“

1 week ago 8

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიამდე პარლამენტთან მივიდა. რამდენიმე წუთით ადრე, ქალაქის მერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნაძვის ხის ცერემონია ე.წ. "ლიბერალური ფაშიზმის" მოქმედების გამო გადადო.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მომიტინგეები ანუგეშა და მათ პარლამენტის ტერიტორიიდან, კერძოდ 9 აპრილის მემორიალთან ყოფნისას განუცხადა: „ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ. აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმებთ, ყველაფერში ერთად ვართ და ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით“.

საპასუხოდ ზურაბიშვილის მისამართით ისმოდა შეძახილები: "მადლობა", "საქართველოს პრეზიდენტს გაუმარჯოს"!

მანამდე, 14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობაში პარტია "ქართული ოცნებით" დომონირებულმა საარჩევნო კოლეგიამ და მასში შემავალმა დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი.

„აქ ვარ და აქ ვრჩები“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა. მან ყაველაშვილის არჩევას „პაროდია“ უწოდა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია "ქართულმა ოცნებამ" 29 დეკემბერს დანიშნა. ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, სხვა ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს. მას კი ახლა მხოლოდ ზურაბიშვილი წარმოადგენს, სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.

სრულად წაკითხვა