სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ქართველების ბრძოლას თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის სასტიკი ტერორით პასუხობენ.
„მეცხრე დღე ქართველების ბრძოლისა თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ამას პასუხობენ სასტიკი ტერორით და რეპრესიებით. საბაზისო ადამიანური უფლებების უხეში დარღვევა — გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაკავება, გრძელდება“, — წერს იგი.