„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) ავრცელებს. მათი ცნობით, ჯაფარიძეს ჩამოართვეს პასპორტი და ბარგი, მოათავსეს საკანში და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ.
მათი ცნობით, ჯაფარიძე ბრიუსელში, თურქეთში ტრანზით, Renew Europe-ის ლიდერთა სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა.
„ვწუხვართ, რომ ის ვერ შეძლებს სამიტში მონაწილეობის მიღებას და ვგმობთ, რომ მსგავსი წნეხი გრძელდება ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და გადაადგილებაზე, რომლებიც თავიანთი ქვეყნისთვის პროევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ისახავენ მიზნად“, – აცხადებს ALDE.
„გირჩი — მეტი თავისუფლება“ ALDE-ს წევრი პარტიაა. საქართველოდან ALDE-ს წევრი პარტიაა ასევე: „დროა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
netgazeti