6
ადვოკატი სანდრო წერეთელი:
„ახლა გამოვედი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. მოვინახულე ორი რეჟიმის მძევალი საბა სხვიტარიძე და ზურა დათუნაშვილი.
ზურას, დაკავებისას სცემეს. სამწუხაროდ, ამაში ახალი არაფერია. საპტრულოს ორმა ნიღბიანმა, მანქანაში მოთავსების შემდეგ იდაყვები ურტყეს თავში, ყური აქვს გატეხილი. მერე აღმოჩნდა რომ იცნეს ვინც იყო აღარ შეხებიან, მაინც ოლიმპიელი და მსოფლიო ჩემპიონია, შეეშინდათ ეტყობა.
რაც შეეხება საბას, აქ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. თუ კი აქამდე უდანაშაულო დემონსტრანტებს დაკავებისას ან სატრანსპორტო საშუალებებში უსწორდებოდნენ, ახლა სხვა ლეველზე არიან გადასულები. საბას დაკავებისას არ შეხებიან, მას შემდეგ რაც მიიყვანეს იზოლატორში, აიყვანეს მეხუთე სართულზე გამომძიებელთან შეადგინეს ოქმი, გამომძიებელმა ოთახი დატოვა, შემოვიდა რამდენიმე ნიღბიანი კრიმინალი. როგორც საბა იხსენებს საკამოდ ნავარჯიშები, “გეგონება აქციიდან იყვნენ მოხსნილებიო” და სცემეს. თუმცა, აქ ეს არ დასრულებულა, რამდენიმე საათში მოკიდეს ხელი და ახლა უკვე მერვე სართულზე აიყვანეს, სადაც მას თხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, საბამ გასცა საკადრისი პასუხი, რის შემდეგაც ისევ გავიდნენ ოთახიდან შემოვიდნენ ნიღბიანები და ისევ სცემეს ურტყამდნენ ძირს დავარნილს და ყველგან.
აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი ამ ქვეყანაში გარდა ქუჩისა, ჩვენი ერთად დგომა და ბრძოლა ახლა არის ჩვენი მთავარი იარაღი. ამ ბიჭებს და დანარჩენ 400 თანამებრძოლს აქვს ახლა ჩვენი იმედი.
საბა და ზურა ორივე მხნედ არიან და ერთი სული აქვთ როდის დაგვიბრუნდებიან რომ გავყაროთ ეს რუსული წარმონაქმნები ამ ქვეყნიდან.