“ზურგის ტრამვა, სახეზე სისხლნაჟღენთები” – რას ამბობს სახალხო დამცველი ალეკო ელისაშვილი

2 weeks ago 6

2

სახალხო დამცველის აპარატმა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მოინახულა, რომელიც დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მათი ინფორმაციით, ელისაშვილს დაზიანებები სახისა და ზურგის არეში აღენიშნება.

დაკავებული ალეკო ელისაშველის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორცილდა არაპროპორციული ძალა, ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ, მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით, ამასთან იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრამვის შესახებ.

ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი“,- განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ამ დროისთვის, ომბუდსმენის რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს.

მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს.

ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები

სრულად წაკითხვა