8
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,გულწრფელად გეტყვით, არ მესმოდა პირველ არხზე მისვლების და ეთერების დაუფლების პროცესის. არ მაინტერესებდა. მაგრამ, ახლა გეხვეწებით ყველას, ია ფარულავას, ნინიას თავისი მადლიანი მარცხენა მუშტით, ცირა ელისაშვილს, ლაშა ბუღაძეს თუ ვინც იყავით მანდ, კიდევ ერთხელ მიდით, დაეუფლეთ ეთერს და გაარკვიეთ ის კიმბერლი ლოუ საიდან მოიყვანეს, ვითომ ტრამპის ევროკავშირში წარმომადგენელი რომ უნდა იყოს. ვინც ვითომ ინფორმაცია მოიპოვა, რომ ეგ ქალი მაგ პოსტზე განიხილება, ვინც ინტერვიუ შეათანხმა, ვინც ინტერვიუ ჩაწერა, ვინც ტექსტი დაწერა, ყველა დაპატიჟეთ ერთად სტუდიაში და გადაახიეთ თავზე ეგ ფეიქი პირდაპირ ეთერში გეხვეწებით.”
შეგახსენენთ, პირველმა არხმა ჩაწერა კიმბერლი ლოუ, რომელიც ასე წარადგინა – ის ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილებაო.