„თავად კობახიძე, რეალურად, მარიონეტია! მოლაპარაკება და არა დებატები კი მხოლოდ ივანიშვილთან უნდა შედგეს!.. მოლაპარაკების თემა უნდა იყოს ერთადერთი“ – ირაკლი ტაბლიაშვილი

2 weeks ago 8

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:

„იცოდეთ,

ვინც დღეს დებატებს გვთავაზობს, რუსია!..

თან, ჩვეულებრივი რუსი კი არა, არამედ, ქართულგვარიანი; აი, ორჯონიკიძე რომ იყო, ისეთი.

მასთან დებატებს, მით უფრო კანცელარიაში, ის გამოიყენებს სათავისოდ! იტყვის – აი, პრემიერად მაღიარესო!

ისიც იცოდეთ, რომ დებატების შედეგად, რომც გაანადგუროთ, მის ვერც ერთ მომხრეს ვერ გადაარწმუნებთ! მაინც იტყვიან, კობახიძემ მოიგოო!

ისიც იცოდეთ, რომ დღეს დებატების შემოთავაზება და მასში ჩვენი მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ ხვალ უკან არაფერზე დაიხევენ! თუ უარს ვიტყვით – უფრო მეტ დათმობაზე წამოვლენ!

იცოდეთ! რომ თავად კობახიძე, რეალურად, მარიონეტია! მოლაპარაკება და არა დებატები კი მხოლოდ ივანიშვილთან უნდა შედგეს!.. მოლაპარაკების თემა უნდა იყოს ერთადერთი – თავადაც წავიდეს და თავისი ბანდაც გაიყოლოს!

დიახ, ხელახალი არჩევნების დანიშვნის უფლებაც კი არ აქვს მას, როგორც არალეგიტიმურ ხელისუფალს!.. მას აქვს

მხოლოდ უფლება, მოითხოვოს უსაფრთხოება!..“

სრულად წაკითხვა