“თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა გვაბრუნებს ბნელ წარსულში – თუ ამას წერტილი არ დაესვა, წინ მძიმე დრო ელის ქვეყანას“ – მეუფე გრიგოლი

2 weeks ago 9

ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე გრი­გო­ლი (ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი) ბოლო დროს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ემ­ხა­უ­რე­ბა.
08 დე­კემ­ბერს, თა­ვის საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა­ში მე­უ­ფე გრი­გოლ­მა იმ მძი­მე შე­დე­გებ­ზე ისა­უბ­რა, რაც ძა­ლა­დო­ბას მო­აქვს.
“დღეს, როცა ჩვენ ვხე­დავთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სას­ტი­კად ნაგ­ვემ მდგო­მა­რე­ო­ბას, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, დღეს გა­ლა­ხუ­ლია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ სად დგას.თა­ვი­სუ­ფალ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ამ მას­შტა­ბის ძა­ლა­დო­ბა და მისი ახალ-ახა­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, გვაბ­რუ­ნებს ბნელ წარ­სულ­ში, რაც იმის ნი­შა­ნია, რომ თუ ამას წერ­ტი­ლი არ და­ეს­ვა, წინ მძი­მე დრო ელის, რო­გორც ქვე­ყა­ნას, ისე მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ჩვენ წი­ნა­შეა არა­თუ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სუ­ლის, არა­მედ უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მა და ეს პრობ­ლე­მა ზი­ანს აყე­ნებს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს. ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი გა­მოვ­ლე­ნი­ლი მარ­თუ­ლი სი­სას­ტი­კე გზას უმ­ზა­დებს უმარ­თავ სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბას, რაც უმ­ძი­მეს გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­შობს სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შეა, ხალ­ხის წი­ნა­შე და დე­და­ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე.

დიდი ხანი არაა გა­სუ­ლი, მცი­რე ხნის წინ მო­ვის­მი­ნეთ ჩვენ ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხად­დეს და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, განა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უნდა იცავ­დეს ადა­მი­ა­ნის ღვთით­ბო­ძე­ბულ უფ­ლე­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის შე­სა­ხებ, რომ უნდა გა­მო­რი­ცხავ­დეს ძა­ლა­დო­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქის მი­მართ და ამ თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის ჩახ­შო­ბის მდე­ლო­ბის მი­მართ და ამის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არის ის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი, რაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის საღვთის­მე­ტყვე­ლო სა­მარ­თლებ­რივ ტექ­სტებ­ში.

საღი აზრი გვიხ­მობს, რომ არ ავ­ცდეთ იმ პრინ­ცი­პებს, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ედე­ბა სა­ფუძ­ვლად,“ – აღ­ნიშ­ნავს ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გოლ ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი.

სრულად წაკითხვა