საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მისივე სასამართლო პროცესზე, ვივა მედიდან ჩართვისას სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს, დაკავებულ ადამიანებს და მოუწოდა, არ შეწყვიტონ თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა:
“რაც არ უნდა მოაწყონ, რაც არ უნდა დამემუქრონ, იცოდეთ რომ თავისუფლება გაიმარჯვებს. თავისუფლება ყველა დაკავებულს, თავისუფლება ჩვენ ბიჭებს, თავისუფლება მიტინგებზე დაკავებულ ადამიანებს, თავისუფლება ალეკო ელისაშვილს, თავისუფლება ნიკა გვარამიას, თავისუფლება ყველას, ვინც არის უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ენდეთ ჩემ ინტუიციას და ძალიან დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მე გულით კი ვარ ახალგაზრდა, მაგრამ გონებაში ძალიან ბევრი შრე მაქვს დაგროვილი ამ გამოცდილების, ძალიან დიდი მიღწევების და შეცდომებისაც, რა თქმა უნდა. თქვენ დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო აგები იქნებით ყველა. ” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვისას.