თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე აღარ წარადგინეს

2 weeks ago 13

კობახიძის მთავრობა ღარიბაშვილის დროინდელი კადრებისგან იცლება. ამჯერად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას თამარ გაბუნია ტოვებს. ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მიხეილ სარჯველაძემ „ურთიერთშეთანხმების საფუძველზე” თამარ გაბუნია მის მოადგილედ აღარ წარადგინა. სარჯველაძის მოადგილეებად თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნენ.

შეგახსენებთ, თამარ გაბუნია პოსტსს 2019 წლიდან იკავებდა.

ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები – თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი – დაინიშნენ.
მიხეილ სარჯველაძისა და თამარ გაბუნიას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა.
მიხეილ სარჯველაძემ, თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა  და პანდემიის მართვის, ჯანდაცვის მიმართულებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების წარმატებით განხორციელებაში, მისი წვლილი აღნიშნა, – ნათქვამია განცხადებაში. 

სრულად წაკითხვა