“თანამშრომლებს გამოუცხადეს ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო” | ზურაბ ბატიაშვილი უწყებაში განვითარებულ პროცესებზე

2 weeks ago 9

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ბატიაშვილი. უწყებაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სამინისტროს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას გაემიჯნნენ, ზეწოლა ხორციელდება. ის საზოგადოებას დიპლომატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ადგილი სწორედ საგარეო უწყება უნდა გახდეს.

“სასწრაფო ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან:

– ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა გია ზურაბაშვილმა საკუთარ თანამშრომლებს გამოუცხადა: ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო…

მიდით ხალხო იქ. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ადგილი საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს! გაავრცელეთ ეს ინფორმაცია და მხარი დაუჭირეთ პატრიოტ დიპლომატებს!

მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც საკუთარი პოზიციის გამო აიძულებენ დატოვონ სამსახური.

არავითარ შემთხვევაში თქვენით არ დაწეროთ განცხადებები! ეგ დიდი შეცდომა იქნებოდა! თუ ვინმე უნდა წავიდეს, ეგ მოძალადეები არიან! იდექით მყარად და შეუდრეკლად! მთელი ქვეყანა თქვენს გვერდითაა! ერთად გავიმარჯვებთ! – წერს ზურაბ ბატიაშვილი

სრულად წაკითხვა