თბილისის მერია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

1 week ago 5

ქონების მართვის სამსახურის უფროსის შემდეგ, თბილისის მერია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა – მარიამ გოგიაშვილმა პოსტიდან წამოსვლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ღია ვარ საინტერესო შემოთავაზებებისთვის, თუმცა გთხოვთ, ჩემს ამბავს ნუ გამოიყენებთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის” – წერს მარიამ გოგიაშვილი.

ძალიან ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გიზიარებთ არც თუ ისე მოულოდნელ ამბავს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის აქ მუშაობა, ბევრი რამ ვისწავლე, ვაკეთე და მიხარია, რომ თბილისის ქუჩების რეაბილიტაციის ნაწილში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი. თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. ასე და ამგვარად, ღია ვარ საინტერესო შემოთავაზებებისთვის, როგორც საგზაო პროექტების ინჟინერია / დაგეგმარების, ისე დიზაინისა და ილუსტრირების მიმართულებით. გთხოვთ, ჩემს ამბავს ნუ გამოიყენებთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის”, – წერს გოგიაშვილი.

სრულად წაკითხვა