10 დეკემბრის ღამეს თბილისსა და ქუთაისში პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
03.00 საათისთვის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია უკვე დაშლილი იყო. თუმცა მოქალაქეები, რომლებიც სახლში მიდიოდნენ, პოლიციამ სხვადასხვა ადგილას დააკავა – “მაგდონალდსთან”, “სტამბასთან” და ჭავჭავაძის გამზირზე.
სოციალურ ქსელში რამდენიმე დაკავების ვიდეო გაავრცელეს მოქალაქეებმა. ერთ-ერთმა დაკავებულმა თორნიკე მსხილაძემ კი თავისი ჩხრეკა და დაკავება პირდაპირ ეთერში გაუშვა.
საიას ხელმზღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ შუაღამისას განაცხადა, რომ ღამე თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ შეატყობინეს არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე.
“მათ შორის, ერთი სისხლით არის დაკავებული”, – აღნიშნავს ის.