7
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. კანონიერი ქურდი გელა თბილისკი დააკავა. ის კრიმინალურმა პოლიციამ აიყვანა. ვრცელდება ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ გელა ჯოჯუა თავისი შვილის, MMA-ის მებრძოლის ლიანა ჯოჯუას სანახავად იყო მისული.
უცნობია, როგორ გადმოკვეთა მან საზღვარი ან რომელი სასაზღვრო პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში. ის არაერთხელ იყო დაკავებული უკრაინაში.
მას ედავებოდნენ როგორც ქურდული სამყაროს წევრობას, ასევე კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო – 236-ე და 260-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს.