თეთრი სახლი უარყოფს უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან კავშირს – ამის შესახებ ინფორმაციას Axios აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის უფროსმა მრჩევლებმა მოლაპარაკებები გამართეს თეთრი სახლის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და პენტაგონის ოფიციალურ პირებთან. ისინი ცდილობდნენ გარკვევას, მიიღო თუ არა ვაშინგტონმა თანამგზავრული კავშირის შეზღუდვის გადაწყვეტილება და როგორ შეიძლებოდა სიტუაციის გამოსწორება. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს დაუკავშირდეს SpaceX-ს იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა. “თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა უკრაინელებს განუცხადეს, რომ ისინი არ აკონტროლებენ SpaceX-ს” – აცხადებენ წყაროები.მანამდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ 14 ოქტომბრის ღამეს SpaceX-მა Starlink-ის თანამგზავრული კავშირის ტერმინალების მუშაობაზე შეზღუდვები დააწესა.
თეთრი სახლი უარყოფს უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან კავშირს
odishinews საერთაშორისო