ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში წერს, რომ თიბისიმ სტუდენტების დასახმარებლად “ნანუკას ფონდს” ფინანსური რესურსი გამოუყო
“საოცარი ამბავი მაქვს. სულ ვიცოდი რომ ერთ დღეს, ჩემი ოცნება, ფონდი სტუდენტების მეგობარი გამხდარიყო ნამდვილი ამბავი გახდებოდა. თიბისიმ ნანუკას ფონდისთვის გამოყო ფინანსური რესურსი სტუდენტების დასახმარებლად.
იმ სტუდენტების რომლებიც დაზარალდით აქციების დროს, ხართ გაფიცულები, რომლებმაც ამ პროცესების გამო დაკარგეთ სამსახურები და ვეღარ იხდით სწავლის და ქირის თანხას. კომენტარებში ნახავთ სპეციალურ აპლიკაციას, შეავსეთ და დაელოდეთ ჩვენს უკუკავშირს.
თიბისი ბანკს ჩემგან მადლობა და კონკრეტულ ადამიანებს განსაკუთრებით. თუ უფლებას მოვიპოვებ, მათზე ცალკე დავწერ. სტუდენტებო, დავიწყეთ საოცარი ამბავი, რომელიც თქვენი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს მხოლოდ!“ — წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში
აპლიკაციის ლინკი 🔗 https://shorturl.at/NGQuI