„თიბისი ბანკი“ სოლიდარობას უცხადებს მშვიდობიან პროტესტში მონაწილე დაკვებულებს

2 weeks ago 6

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი - „თიბისი“ სოლიდარობას უცხადებს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს. დაკავებულთა შორის არიან ბანკის ორი თანამშრომელი: გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძე.

„თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს - გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ“, - წერია ბანკის განცხადებაში.

დაკავებულთა შორის არის არის საქართველოში კიდევ ერთი დიდი ბანკის - „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი - ვაკო ალავიძე.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!“ - წერია ბანკის განცხადებაში.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა