მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში სტეფანე მღებრიშვილის პოსტს ეხმაურება, სადაც მომღერალი წერს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო ღონისძიებები გააუქმეს.
„მგონია, რომ ყველაზე მეტად ამ სფეროს ხალხი ვიჩაგრებით ყოველთვის…არადა ესაა ჩვენი საქმე. რა ვქნათ, აბა? სხვა თუ ბანკში მუშაობს, ჩვენი „ბანკი “ მუსიკაა, რატო არ ესმის ეს ხალხს… რატომ ჰგონიათ დღემდე, რომ ეს გართობაა და „შენ რა გიჭირს, იმღერებ“. რატო არ დამთავრდა? ვინ რა იცის, ბევრჯერ სულ რომ არ გემღერება, მაგრამ
მაინც უნდა იმღერო, იმიტომ, რომ სხვა შემოსავალი არ აქვს მუსიკოსს. ხელოვნება ხელშეუხებელი და თავისუფალი უნდა იყოს ყოველთვის“, – წერს თიკა მახალდიანი.
მანამდე სტეფანე მღებრიშვილმა დაწერა:
„11 კორპორაციული და ახალი წლის ღონისძიებაც გავაუქმეთ. ჩემ გარდა ბენდში 11 მუსიკოსია, ხმის რეჟისორი და მენეჯერები. პანდემიაა თუ არეულობა, ყველას ჩვეულებრივი სამსახური აქვს, ჩვენ გარდა… ჩვენ ხომ ხალხი არა ვართ, ვერთობით. მთავარია, ჩვენი ქვეყანა იყოს კარგად და მერე ჩავატარებთ ბევრს…“.