თინათინ ბერძენიშვილმა მოითხოვა ხელფასი აღარ გაეზარდოს – ვასილ მაღლაფერიძე

2 weeks ago 8

1

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით თინათინ ბერძენიშვილს ხელფასი აღარ გაეზრდება.

2025 წლის 1 იანვრიდან თინათინ ბერძენიშვილის (დარიცხული) ხელფასი 12 500 ლარიდან 16 250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. გამოდის რომ მომავალი წლიდან ბერძენიშვილის ხელფასი კვლავ 12 500 ლარი იქნება.

როგორც მაღლაფერიძე აცხადებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა თავად ითხოვა, რომ ხელფასი არ გაზრდოდა.

ცნობისთვის, 21 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს #586 გადაწყვეტილების მიხედვით, ცვლილება შევიდა 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში და 2025 წლის პირველი იანვრიდან გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 16 250 ლარის ოდენობით. საუბარია, დარიცხულ ხელფასზე, გადასახადების გარეშე.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 2025 წელს 101 მლნ ლარი იქნება.

სრულად წაკითხვა