თოვლი და ქარი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

1 day ago 5

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 იანვარს საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +2, +7°; მაღალ მთაში ღამით -5, 0°, დღისით -3, +2°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა, მთაში თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, ზოგან -3°-მდე, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით -1. +4°.

სრულად წაკითხვა