თორნიკე ბერაძე სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა

2 weeks ago 9

თორნიკე ბერაძე, რომელიც 1 დეკემბრის ღამეს მეგობართან და ძმასთან ერთად ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სიტყვიერი შენიშვნით გაათავისუფლა. თორნიკე ბერაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ან მათ შეურაცხყოფას გულისხმობს.

სასამართლო პროცესზე შსს-ს პოლიციელების ახსნა-განმარტების გარდა, გამტკიცებულები არ წარმოუდგენია.

უწყების მიერ მოწმედ წარმოდგენილ პოლიციელს, მინდია მამსირაშვილს არ ახსოვდა დაკავების ზუსტი ადგილი. “თორნიკე აქტიურობდა ძალიან”,- თქვა მან. თუმცა, ვერც ის გაიხსენა, კონკრეტულად, რას აკეთებდა თორნიკე ბერაძე დაკავებამდე და რაში გამოიხატებოდა აქტიურობა.

ადვოკატის თქმით, თორნიკეს სასტიკად ცემის ფაქტზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება.

“სამართალდარღვევა თორნიკემ კი არ განახორციელა, მის მიმართ განახორციელეს და ამაზე მიდის უკვე პროცესი”, - თქვა კახა წერეთელმა.

თორნიკეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველი დეკემბრის ღამეს სცემეს. ის ღუდუშაურის კლინიკაში ტვინის შერყევის დიაგნოზით მოათავსეს.

“გავედით თუ არა ზუბალაშვილებზე, მანამდე არაფერი ჩანდა და უცებ შემოგვეხვივნენ 100-მდე ნიღბიანი. ეს ადამიანები არ იყვნენ იდენტიფიცირებადი”, - ამბობს რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც თორნიკეს ძმაა და სასამართლოზე მოწმის სახით იყო გამოძახებული.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
სრულად წაკითხვა