"თოფურია "ბერნაბუზე"? კარგად ჟღერს" - დანა ვაითმა ილიას შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა

2 weeks ago 6

რამდენი თვის წინ ილია თოფურიამ განაცხადა, რომ მას ქამრის დაცვა მადრიდის "რეალის" სტადიონზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" სურს. 

ამასთან დაკავშირებით "UFC"-ის პრეზიდენტმა, დანა ვაითმა ჟურნალისტთან ისაუბრა: 

ვაითი: "რამდენი კაცი ეტევა ბერნაბეუზე?" 

ჟურნალისტი: "80,000" 

ვაითი: "გადახურულია თუ ღია ცის ქვეშაა?" 

ჟურნალისტი: "ორივე" 

ვაითი: "მომწონს, კარგად ჟღერს" 

როგორც ჩანს, "ბერნაბეუზე" ქართველის ჩხუბის ხილვა სრულიად შესაძლებელია.

სრულად წაკითხვა