“თურმე დაკავებული ამბობს რომ..” – ნახეთ რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელსაც მეტროში ხელი ჰკრეს და მოკლეს

1 week ago 5

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ თბი­ლის­ში. მეტ­რო­სად­გურ “სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლი­ან­და­გებ­ში ჩა­აგ­დეს, რის შე­დე­გა­დაც ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და.“ლაშა ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ვის­თვის არას­დროს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. სიზ­მარ­ში გვგო­ნია ყვე­ლას თავი, ვე­რა­ვინ წარ­მო­ვიდ­გენ­დით ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ას სამ­წუ­ხა­როდ. უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან ძნე­ლია სი­ტყვე­ბით გად­მოს­ცე რა ხდე­ბა მის ოჯახ­ში, მის სა­ნა­თე­სა­ო­ში. ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს და ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს რა­ტომ, რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი.

იმე­დია გა­ვარ­კვევთ, რა­ტომ მოხ­და ეს გვა­ინ­ტე­რე­სებს და ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ეტაპ­ზე სხვა არა­ფე­რი ვი­ცით. ჩვენ რაც ვი­ცით, არ იც­ნობ­და ის დამ­ნა­შა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი იძა­ხის თურ­მე, არ ვიც­ნობ­დიო. ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას, რა და რო­გორ მოხ­და. ფი­ზი­კუ­რა­დაც არ ვი­ცით ვინ არის ის ადა­მი­ა­ნი. მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა, ჯერ ცხე­და­რიც არ მოგ­ვის­ვე­ნე­ბია სახ­ლში. სხვა არა­ფე­რი ვი­ცით” – ამ­ბობს მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლი ლა­შას ბი­ძაშ­ვი­ლი.

სრულად წაკითხვა