"თუ ახალ წლამდე ამას მოვახერხებთ, ყველაფერი კარგად იქნება" - რა თქვა ანჩელოტიმ

1 week ago 5

როგორც იცით, მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ბერგამოს "ატალანტა" 2:3 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა. 

"აქ მოგება ადვილი არ არის, წვალება მოგვიწია. ძალიან კარგად ვითამაშეთ, როცა მეორე ტაიმი დაიწყო და ორი გოლი გავიტანეთ.

"სრულყოფილი თამაში ვითამაშეთ. ვიწვალეთ, მაგრამ გამარჯვებას ვიმსახურებდით.

"თუ ახალ წლამდე ტრავმებიგან და სხვა პრობლემებისგან გადავრჩებით, ყველაფერი კარგად იქნება. 

"საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა? ეს შეიძლება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. 2 თამაში დაგვრჩა და ორივე უნდა მოვიგოთ", - თქვა კარლომ.

სრულად წაკითხვა