თუ ეს იყო მიზანი, რომ დედაჩემის ამბის შემდეგ ვინმე შეეშინებინათ, პირიქით, გაგვაბრაზეს – მაკა ჩიხლაძის შვილი

1 week ago 6

“თუ ეგ იყო მიზანი, რომ დედაჩემის ამბის შემდეგ ვინმე შეეშინებინათ, პირიქით, გაგვაბრაზეს, თუ ეგ იყო მიზანი, რომ უფრო გავებრაზებინეთ, მაშინ მაგას მიაღწიეს, უფრო მეტი ადამიანია გამოსული“, – უთხრა მაკა ჩიხლაძის შვილმა, ნატა მეშეველიანმა “ტვ პირველის“ ჟურნალისტს, რომელიც ამ წუთებშიც აქციაზე იმყოფება.

მისი თქმით, “ისინი, ვინც აქამდე ყოყმანობდნენ აქციაზე გასულიყვნენ თუ არა, ეს ამბავი გარდამტეხი აღმოჩნდა მათთვის.“

მაკა ჩიხლაძის შვილმა ის წუთებიც გაიხსენა, როდესაც დედაზე თავდასხმის შესახებ გაიგო და შემდეგ კადრები ნახა.

იმ წამს დედას გამო მეშინოდა, ვიდეო ისეთი იყო, შემეშინდა მისი ჯანმრთელობის გამო, მაგრამ ის რომ აქციაზე არ გავალ, არასდრო მიფიქრია. როდესაც დედას ამბავი მოხდა, მე ქაშუეთთან საჭმელს ვარიგებდი და პარლამენტზე ლაზერით მიწერილი ტექსტიდან გავიგე, რომ “ტვ პირველის“ ჟურნალისტს თავს დაესხნენ და მერე მივედი ბესიკის ქუჩაზე“, – ამბობს მეშველიანი.

სრულად წაკითხვა