,, თუ ვინმე უნდა შეხვდეს კობახიძეს, რომელსაც რიტორიკით შეუძლია მისი მოგება, ეს გახარიაა” – არჩილ გამზარდია

2 weeks ago 10

8

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

,,შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემგან, მაგრამ თუ ვინმე უნდა შეხვდეს კობახიძეს, რომელსაც რიტორიკით შეუძლია მისი მოგება, ეს გახარიაა.

რა უჭირავს კობახიძეს მის წინააღმდეგ? – ჰა, მოღალატე ეძახოს, ბელადს როგორ უღალატეო, იქაც მაგრად დაიცინება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

ვერც ნაცობაზე დაუწყებს აპელირებას.

ვერც თვალთხარიობაზე დაუწყებს დავას, რადგან ბევრად გადააჭარბეს და ფაქტია, რომ აქამდე არსებულ მმართველ სუბიექტენს შორის წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებაში გახარია უკვე ყველაზე უსისხლოდ მოჩანს.

მჟღერი და საქმიანი დემაგოგია აქვს გახარიას და საუბრის მაღალი კვალიფიკაცია და ა.შ.

მიკვირს, რომ არავის მოუვიდა აზრად მისი წარდგინება მაინც.

მე რომ მკითხოთ, გახარიას ერთ-ერთ პირველს დავასახელებდი კობახიძესთან ლაივში სასაუბროდ.”

სრულად წაკითხვა