WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

8

“რა თოფია, ბიჭო, რა თოფი!” –  ყველას ახსოვს, ალბათ, ეს ცნობილი ფრაზა ფილმიდან, – “უდიპლომო სასიძო”. დღეს არც სიძე უკვირს ვინმეს უდიპლომო და არც ჩინოვნიკი, მაგრამ თოფი აუცილებლად “დიპლომიანი” უნდა იყოს, ისევე, როგორც იარაღის ხელოსანი.

თოფამდე იყო “სიმღერა, გალობა მრავალხმიანი” და კიდევ ხელის ზარბაზანი, რომლის პირველ ვერსიას ორი ადამიანი ემსახურებოდა. წინა მხრიდან იტენებოდა და უკან მხრიდან მოგყავდა მოქმედებაში ცეცხლით. მისი ბოლო ვერსია მცირე ზომის იყო და ერთი ადამიანიც გაწვდებოდა, 

შემდეგ უკვე დაიწყო თოფების ეპოქა. მსოფლიოში იარაღის განვითარებისა და დახვეწის ისტორიებზე ბევრს არ მოვყვები. მოზამბიკის დროშასა და გერბზე რომ “კალაშნიკოვია” გამოსახული ისედაც გეცოდინება და არც ისაა საიდუმლო, 1942 წელს როგორ აწარმოა ამერიკამ მასიურად 2 დოლარიანი, პრაქტიკულად ერთჯერადი გამოყენების პისტოლეტები ევროპელი პარტიზანებისთვის. თითოეული იარაღი წყალგაუმტარ ყუთში იდო, 10 ვაზნით, 1 ხის საწმენდი ჯოხი და ერთიც კომიქსი. რაკი ევროპელი პარტიზანებისთვის იყო, ბევრ ენაზე რომ არ ეთარგმნათ, გადაწყდა ინსტრუქცია კომიქსის სახით დაებეჭდათ. დღეს, ამ იარაღის სრული კომპლექტის ფასი 55 000 დოლარამდეა, ზუსტი.რეპლიკების ფასი კი 1000 დოლარს აღწევს. 

ქართული იარაღი – მაჭახელა

კაჟიანი თოფი “მაჭახელა” აჭარაში, მაჭახელას ხეობაში მხადდებოდა მაჭახელას ხეობა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის წარმოების ერთ–ერთ უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა მთელს კავკასიაში. თოფები ადგილობრივი რესურსით მზადდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რკინას ხეობიდანვე იღებდნენ, დენთს თავადვე ხარშავდნენ, კაჟის ქვაც ადგილობრივად მოიპოვებოდნენ და კონდახი კი კაკლის ან ბზის ხისგან მზადდებოდა. 

ლულა მზადდებოდა რკინის დაგრეხილი ზოლებისგან და სწორედ ეს გრეხილი.ანიჭებდა ლულას სიმტკიცეს. და მინიმუმამდე ამცირებდა გასკდომის რისკს.

მაჭახელაში შეიქმნა კაჟიანი საკეტის უნიკალური ვარიანტი, კაჟის ქვა სასხლეტზე თითის დაჭერისას ურტყამდა ფოლადის აბჯარს, – ნაპერწკალი კი დენთს აამოქმედებდა.

თოფი არ იყო მხოლოდ იარაღი, ის იყო პატრონის სტატუსის მაჩვენებელი, ამიტომ კონდახს რთავდნენ ძვლის, ვერცხლის, თითბირის ფირფიტებით. განსაკუთრებით ძვირად ფასობდა დამღიანი თოფი – ოსტატი ლულასა და ჩახმახზე სვამდა დამღას. სხვათა შორის, მაჭახელას ხეობაში, გარდა გრძელულიანი თოფებისა, მზადდება დამბაჩებიც.

დღეს კარგი თოფის შოვნა და ყიდვა პრობლემა აღარაა, დღეს ბევრად დიდი პრობლემაა იარაღის შენახვის, მოვლის წესების დაცვა  

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა მამის, ბაბუის ნაქონი თოფების გარემონტება და გამართულ მდგომარეობაში მოყვანა.

იარაღმა არ უნდა გიმტყუნოს, “არ გავარდა, ბატონო?!” – თუ მოგვაძახეს, კარგია, რადგან გაუმართავმა იარაღმა შეიძლება მსროლელი დააზიანოს.

იარაღის მოვლის 6 ძირითადი წესი

​ზეთი და საპოხი მასალები

ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ზეთის ჭარბი რაოდენობა. ზეთი იკრავს მტვერს, ქვიშასა და დენთის ნამწვს, რაც წარმოქმნის აბრაზიულ ნარევს – ეს კი უკვე იწვევს  მექანიზმის დეტალების ცვეთას.

 საპოხის არასწორად შერჩევა: 

საყოფაცხოვრებო უნივერსალური ზეთი არ არის განკუთვნილი იარაღისთვის. ის დროთა განმავლობაში შრება, ქმნის წებოვან ფენას და ჭედავს სასხლეტ მექანიზმს.

​როგორი უნდა იყოს ლულა სროლამდე?

სროლამდე ლულის შიდა ნაწილი აბსოლუტურად მშრალი უნდა იყოს. ლულაში დარჩენილმა ზეთმა სროლისას, მაღალი წნევის ზემოქმედებით, შესაძლოა, ლულის გაბერვა ან გასკდომა გამოიწვიოს.

წმენდის ტაქტიკა

სასურველი არაა ლულა წინა მხრიდან გაიწმინდოს, თუმცა, თუ იარაღი არ იშლება უკნიდან და სხვა გზა არაა, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაწმინდო. საწმენდი ჯოხის ხშირმა და უხეშმა ხახუნმა შესაძლოა დააზიანოს ნაჭდევი, რაც იარაღს სიზუსტეს დააკარგვინებს.

ასევე, სასურველია ფოლადის საწმენდი ჯოხი დაფარული იყოს თითბერით ან ნახშირბოჭკოვანი მასალით.

ფოლადის ჯაგრისების გამოყენება ლულის შიგნიდან სპილენძისა თუ ტყვიის ნადების მოსაცილებლად კატეგორიულად დაუშვებელია; ამისთვის გამოიყენება მხოლოდ თითბერის ან ბრინჯაოს ჯაგრისები.

Stempel

იარაღის საწმენდ ჯოხს უმრავლესობა “შომპოლს” ეძახის. სიტყვას გერმანული ძირი აქვს Stempel –  და გამოითქმის როგორც შტემპელ. მოგვიანებით ეს სიტყვა გავრცელდა რუსეთში, სახეცვლილი ფორმით, – “შომპოლი” და სწორედ, რუსეთიდან შემოვიდა საქართველოში და გვხვდება XIX-XX საუკუნეებიდან. სამწუხაროდ, ქართული შესატყვისი სიტყვის არ გვაქვს და ამიტომაც, საწმენდ ჯოხს ვუწოდებთ. 

კონდახი 

 ლულის ან მექანიზმის საწმენდი   ქიმიური საშუალებები, შლის ხის კონდახის დამცავ ლაქსა და ზეთს, რის გამოც ხე შრება, სკდება ან მუქდება. ამიტომ, ეცადე ლულა ისე გაწმინდო   კონდახი არ დააზიანო.

წმენდის სიხშირე

ჭუჭყზე მეტად იარაღს ტენიანობა აზიანებს. თოვლში, წვიმაში ან უბრალოდ მაღალი ტენიანობისას  შემდეგ იარაღი იმავე დღესვე უნდა გაშრეს და შეიზეთოს, რათა ჟანგვა არ დაიწყოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია იარაღის შენახვის ადგილის სწორად შერჩევა. მთავარია უსაფრთხოება იყოს დაცული, იარაღის არდაზიანების კუთხით, ასევე, უნდა იყოს დაცული ყველა პირობა, რომ ვერ მოხვდეს სხვა პირის ხელში მარტივად. საუკეთესო გზა მაინც სეიფია.

იარაღის შენახვის წესები

​სეიფი, თუ იარაღის შესანახი ნებისმიერი ტიპის კარადა, არ უნდა იდგეს სარდაფში, ავტოფარეხში ან არ უნდა იყოს მიდგმული გარე კედელს, სადაც ტემპერატურული ცვალებადობა და ტენიანობა ყველაზე მაღალია. საუკეთესოა შიდა, კლიმატკონტროლირებადი (ბუნებრივი ან ხელოვნური გზით) ფართი.

ცირკულაცია 

ბევრი თვლის, რომ ჰერმეტულობა უსაფრთხოს ნიშნავს. იარაღის შემთხვევაში ასე არაა, ჰერმეტულად დახურული სეიფი თუ სათავსო, ჰაერის ცირკულაციის გარეშე ტენს შიგნით იტოვებს. 

ტენიანობის კონტროლი

ტენიანონის კონტროლი აუცილებელია. მაგალითად, თუ ტენიანობა 30 პროცენტი ან მასზე დაბალია, ეს აშრობს ხის ნაწილებს, გამომშრალი ხე კი – სკდება. თუ ტენიანობა მაღალია – 55 პროცენტი ან მეტი – ფოლადი იჟანგება. ოქროს შუალედის დაცვა აუცილებელია და ოპტიმალური ტენიანობაა 45-50 პროცენტი. 

იმის მიხედვით, სად, როგორ, რა ბუნებრივ თუ ხელოვნურ პირობებში ინახავ იარაღს, შეგიძლია გამოიყენო ტენშთანმთქმელი საშუალებები. არაერთი საშუალება არსებობს, მაგრამ რომელი უნდა გამოიყენო კონკრეტულ შემთხვევაში, ეს იარაღის ხელოსანმა  ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. 

მომზადება შენახვისთვის 

შენახვამდე იარაღი საფუძვლიანად უნდა გასუფთავდეს თითის ანაბეჭდებისგანაც კი – ადამიანის კანის ოფლში შემავალი მარილი და მჟავა ფოლადზე ჟანგის ლაქებს ტოვებს.

თუ იარაღს მცორე ხნით ინახავ – დაამუშავე სტანდარტული ზეთით, მაგრამ თუ დიდი ხნით გეგმავ შენახვას – სქელი, სპეციალური საკონსერვაციო საპოხი უნდა გამოიყენო.

შენახვამდე სასხლეტი მექანიზმის დაჭიმულობის შესამცირებლად, რეკომენდებულია “მშრალი გასროლა”. ასევე, სავაზნე და მჭიდი უნდა იყოს სრულიად ცარიელი და ჩახმახი – დაშვებული.

შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვა:

სეიფში იარაღის ნაჭრის, ან ტყავის შალითაში დატოვება დაუშვებელია, რადგან ეს მასალები ტენს ღრუბელივით იწოვენ.

ასევე არაა რეკომენდებული მისი ვერტიკალური შენახვა, რადგან ლულაში ჩარჩენილი ზეთი, დროთა განმავლობაში, ხის კონდახამდე ჩამოედინება – ეს კი ხეს აფუჭებს. 

ბევრი თვლის, რომ იარაღი დაშლილ მდგომარეობაში უნდა შეინახო, მაგრამ რეალურად, ეს არაა რეკომენდებული:

  • დაშლისას ხშირად ეკარგებათ მცირე ზომის ჭანჭიკები ან ზამბარები.
  • შინა ნაწილები იმტვერება და დაჟანგვის რისკი იზრდება.
  • ზოგი მოდელის კონდახი, თუ დიდი ხნითაა განცალკევებული ფოლადის დეტალისგან,  –  შეიძლება შეშუპდეს, ან შეიკუმშოს.
  • ხშირი დაშლა და აწყობა ლითონის სამაგრებს, ხრახნებს ცვეთს.

თუმცა, არის რამდენიმე შემთხვევა, როცა აუცილებელია იარაღის დაშლილ მდგომარეობაში შენახვა – თუ არ გაქვს სეიფი და სახლში არასრულწლოვნებია, აუცილებლად დაშლილ მდგომარეობაში უნდა შეინახო. ასევე ტრანსპორტირებისას, ან იარაღის წლობით შენახვისას.

თუ რჩევები უკვე დაგვიანებულია და ხელოსანი გჭირდება, თუ იარაღი ძველია და სამიზნე გასასწორებელია, ნაწილები ან კონდახი გამოსაცვლელი, ან გინდა დააყენო ოპტიკური სამიზნე, მაშინაც კი, თუ შენს მოდელს არ აქვს ასეთი სამიზნის სამაგრი, – უკვე იარაღის ხელოსანი გჭირდება 

გეტყოდი, რომ ადვილი საპოვნელია იარაღის ხელოსანი და აი, მაგის მეტი რაა, მაგრამ ასე არაა. კარგი სპეციალისტი იშვიათობაა და თანაც ეს ის შემთხვევაა, როცა “დიპლომიანი” უნდა იყოს, ანუ ლიცენზირებული. 

საქმე ისაა, რომ იარაღის ლითონის ნაწილების გამოცვლის ან შეკეთების უფლება რომ მოიპოვოს იარაღის ხელოსანმა, ის ლიცენზირებული უნდა იყოს, კანონი ასე არეგულირებს. 

თუ არ გაქვს იარაღის ტარების უფლება, როგორ იქცევი?

– არავითარ შემთხვევაში არ გარისკო წაღება და არ იფიქრო, რომ აი, აქვეა და რა უჭირს. შეუთანხმდი იარაღის ხელოსანს, დაგაკვალიანებს, აგაღებინებს ცნობას, ან თავად მიდი სააგენტოში. მხოლოდ ერთი ცნობა გჭირდება – სადაც ეწერება, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათებში გაქვს იარაღის გადატანის უფლება სახელოსნოში და შემდგომ განსაზღვრულ დღესა და საათებში უკან წამოღების უფლება. ერთი ფარატინა ფურცლის გამო დიდ და სერიოზულ პრობლემაში რატომ უნდა გაეხვიო?

კიდევ ერთი რჩევა – თუ ანტიკვარული იარაღის შეკეთებაა გჭირდება, არაფრის დიდებით ანდო არაპროფესიონალს! იარაღის ხელოსანმა იცის, რომ თუ ანტიკვარულ იარაღის რომელიმე, უმცირეს ნაწილსაც კი, თანამედროვე ნაწილით შეცვლის, ამ ნაწილის მოდელი და შეცვლის თარიღი უნდა აისახოს საბუთში, სხვა შემთხვევაში, ეს ანტიკვარული ნივთის გაყალბებაა და თაღლითობა.

 5 ნიშანი – როგორ  შეარჩიო იარაღის ხელოსანი?

  1. ლიცენზია. დარწმუნდი, რომ ნამდვილად აქვს ოფიციალური სტატუსი.
  2. სპეციალიზაცია – უნივერსალური არავინაა. იარაღი შეიძლება იყოს სანადირო, სპორტული, ხრახნილლულიანი, გლუვლულიანი, ანტიკვარული. თითოეულთან მუშაობა განსხვავებულია და შესაბამისი ცოდნა სჭირდება. იმის მიხედვით უნდა შეარჩიო ხელოსანი, თუ რომელი იარაღი გაქვს.
  3. რეკომენდაციები – საიტზე, სადაც იარაღის ხელოსნის განცხადებებია, შეგხვდება კომენტარები, ეს რეალური რეკომენდაციებია იმ ადამიანთა, რომლებმაც უკვე ისარგებლეს მისი მომსახურებით.
  4. დიაგნოსტიკა – იარაღის პროფესიონალი ხელოსანი დეტალურად შეამოწმებს ნივთს, აგიხსნის პრობლემის არსს და წინასწარ შეგითანხმებს შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, ვადებს და თანხას. მოერიდე მას, ვინც ზედაპირული დათვალიერებით სწრაფად და იაფად გპირდება შეკეთებას.
  5. კვალიფიციური ხელოსანი პასუხისმგებელია შესრულებულ სამუშაოზე და იძლევა გარანტიას.

რაც შეეხება იარაღის შავად დაფერვას, ბაზარზე აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვის, რომ ბევრად იაფია ე.წ. ფერადი ლენტის გადაკვრა  ნამდვილად იაფია, კი, ოღონდ, უფასოდაც რომ მეხვეწონ, მე არ გადავაკრავდი, რადგან უხარისხოა, ვერც ნაკაწრებისგან იცავს იარაღს და ვერც დაჟანგვისგან. ხარისხიანი დაფერვით კი იარაღი წლობით გამოიყურება ახალივით და რაც მთავარია, – დაცულია. არც ისეთი მილიონერი ვარ, რომ ყველა მეთოდი ვცადო და გაფუჭებული იარაღიც გამოვცვალო და არც ისეთი ძუნწი, ორჯერ გადავიხადო.

ახლა კი, ისეთ რამეს გეტყვი, რომ გაოცებისგან, შეიძლება შენც მკითხო, არჩილი არა ხარ და მაინც შენ მოჰკალი ძერა? ყოველგვარი შესავლის, კომენტარის და განვრცობის გარეშე, გიტოვებ საიტს, სადაც იარაღის ხელოსანთა შესახებ ინფორმაციებია განთავსებული და საკონტაქტო მონაცემები. ნებისმიერი ტიპის იარაღის, ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, შეგიძლია ამ გვერდზე ხელოსნის პოვნა. პირველი ქართული კატალოგია. კარგად შეინახე, ანუ, ყველას დაუგზავნე, რომ საჭიროებისას, თუ თავად დაკარგავ, ნებისმიერმა მოგაწოდოს.

(R)