“იესო ხომ არ დამარხეს შემთხვევით? ამოვთხაროთ?” – ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წერილი და მოქალაქეების კომენტარები

1 week ago 4

და ახალგაზრდებს რომ ჩეხავდნენ ქართველები, შუაში რატომ არ ჩაუდექით სასულიერო პირნი, მაშინ რატომ არავის ახსოვდა უფალი. რატომ არ შეუშალეთ მოვლენების დრამატულ განვითარებას ხელი.

ქვეყანა თავზე გვემხობა და თქვენ სასახლეს მისტირით, რომელსაც არავითარი რელიგიური დატვირთვა არ გააჩნდა. ნუთუ ქრისტე არ დადგებოდა დაჩაგრულის და დაცემულის მხარეს?! თქვენ რა გჭირთ, ურჯულოებო, მართლა უღმერთოებო! უკვე მერამდენედ მოირწყა თბილისის ქუჩები ქართველების სისხლით და თქვენ ასეთ პოსტს თითხნით!

გრცხვენოდეთ!

პროპაგანდამ ახალი საკვები გადმოუგდო თავის ტვინგლუვ მასას: მაცხოვრისგამოსახულებიანი კუბო დაწვესო.

1️⃣. მაცხოვრის გამოსახვის ადგილი კუბოზე არ არის და ვინც გამოსახავს, იმან აღარ უნდა გამოსახოს.

2️⃣. არცერთ გამოსახულებას არ შეიძლება ჰქონდეს ხატის ან სიწმინდის დატვირთვა, სანამ არ ეკურთხება შესაბამისი წესით.

3️⃣. ადამიანი, რომელიც კუბოზე არაკანონიკურად ამოკვეთილ გამოსახულებაზე მეტად წუხს, ვიდრე ცოცხალი ადამიანების დამტვრეულ ძვლებზე, არის ფარისეველი და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ მორალთან.

სრულად წაკითხვა