ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე… – კიდევ ვინ არიან უკრაინის მიერ დასანქცირებულთა სიაში

2 weeks ago 6

ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე, გომელაური, ლილუაშვილი და სხვები – უკრაინამ ქართული “ოცნების” ლიდერები დაასანქცირა. ზელენსკის შავ სიაში ჯამში ოცი ადამიანის სახელი და გვარი წერია. სიაშია სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის შეფი და უკვე ამერიკის მიერ სანქცირებლი ლევან მურუსიძე და “ოცნების” პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა. შავ სიაში მოხვდა სუს-ის შეფი.

სიაშია ასევე ამერიკის მიერ ჯაშუშობისთვის დასანქცირებული საქართველოს ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და პრემიერ, ირაკლი კობახიძის მამა.

სია:

ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი კობახიძე
გრიგოლ ლილუაშვილი
კახა კალაძე
მიხეილ ჩინჩალაძე
მამუკა მდინარაძე
ვახტანგ გომელაური
ოთარ ფარცხალაძე
ირაკლი რუხაძე
ლევან მურუსიძე
ვიქტორ ჯაფარიძე
დიმიტრი სამხარაძე
გიორგი (გოგა) ხაინდრავა
გიორგი კობახიძე
ზვიად შალამბერიძე
შალვა თადუმაძე
თეა წულუკიანი
ირაკლი ქარსელაძე
კახა ბექაური
უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ მოაწერა “ხელი ქართული” ოცნების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების ბრძანებას.

უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი 19 თანამზრახველის წინააღმდეგ. ახლახან ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ძალას ანიჭებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ. ეს არის სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ყიდის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს და საქართველოს პუტინს გადასცემს და უთმობს. ასე ხდება საერთაშორისო საქმეებში: თუ დროულად არ რეაგირებ ან არაპრინციპულად იქცევი, მაშინ კარგავ ათწლეულებს და ქვეყნებს ართმევენ თავისუფლებას. ჩვენ ვერავის დავკარგავთ ამ რეგიონში: ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ თავი მოსკოვისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მსოფლიოში ყველას იგივეს – იმოქმედონ ერთნაირად და პრინციპულად!”- განაცხადა ზელენსკიმ.

სრულად წაკითხვა