“იმათ იმღერონ – ბიძინას ფული რად უნდა… ჩვენ ვიმღეროთ – დიდება თავისუფლებას!” – ირაკლი ტაბლიაშვილი

1 week ago 5

2

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

გოჭი ვის გექნებათ საახალწლოდ?.. დაჭერით წვრილ ნაჭრებად და 31 დეკემბერს რუსთაველზე გამოიტანეთ!

გოზინაყი? – ისედაც დაჭრილი გექნებათ! კონტეინერი უნდა იყოს თხელი! ნაჭრები ერთმანეთს არ უნდა ეკვროდეს!

ფხალეული ერთმანეთში არ გადაზილოთ! ბურთულებად ჩააწყეთ! აუცილებლად იყიდეთ ერთჯერადი ჩანგლები!

საცივი საჭირო არაა! ცოტა რთული მისართმევია! მაგრამ, თუ მაინც გადაწყვეტთ, ღრმა კონტეინერებიც წამოიღეთ!.. ასევე პური! ბევრი პური!

ნამცხვრებსაც თუ გაურევთ, უკრემოებს, კარგი იქნება!..

ხაჭაპური, ლობიანი, მჭადი… ჭვიშტარი… კუბდარი! – ცხადზე ცხადია, უნდა იყოს!

არაალკოჰოლურ სასმელზე ვერაფერს ვიტყვი!.. აი, ღვინო კი დაგვხატავს! ეცადეთ, იყოს თხელი და მსუბუქი! წითელიც, რასაკვირველია!

ასევე გვინდა ბევრი ჩურჩხელა! ჩირი! ათასგვარი ტკბილეული!

წამოიყვანეთ ბავშვები! შემოსეთ საქართველოს დროშის ფერებში! .. ასევე ევროკავშირის, ნატოს! უკრაინის! მოლდოვის! აშშ-სი… დროშებიც დაიჭირეთ ხელში.

უნდა იყოს ბევრი ფოიარვერკი!.. ყვავილი! ეს ყვავილები და კიდევ გოზინაყი ნორმალურმზერიან პოლიციელებსაც უნდა მივართვათ! არიან ან იქნებიან ეგეთებიც!

რუსთაველზე უნდა იყოს 7 თეატრის დასი!

ამდენი ან მეტი ბენდი!..

უნდა იყვნენ საახალწლოდ… სადღესასწაულოდ შემოსილები!

უნდა ვიყოთ 200 000 + … უხეშად – თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე!..

იმათ იმღერონ – ბიძინას ფული რად უნდა… ბიძინა (მისი უმდიდრესობა) თვითონ ფულია!

ჩვენ ვიმღეროთ – დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!!!

სრულად წაკითხვა