სინდისის პატიმრების ციხეში ჩატოვებამ სასამართლოში დიდი პროტესტსი გამოიწვია. დათო გორგილაძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე ქეტევან ჯაჭვაძე ამ გადაწყვეტილების მიღების გამო სულ მალე დაისჯება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოსამართლე ძალიან მალე დაიკავებს იმ ერთ-ერთ კამერაში ადგილს, რომელშიც ეს ტყვეები სხედან. მეტი რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. ესენი ჩვეულებრივი მასხარები არიან, რომელთა ადგილი სასამართლოში უბრალოდ არ არის”,- ამბობს დათო გორგილაძე.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.