“იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას” – ექიმი 21 წლის ალექსანდრე თირქიაზე

2 weeks ago 9

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქია მედიკამენტოზური ძილის ქვეშაა და ის მკურნალობას რეანიმაციაში აგრძელებს.

“უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები, ამ დროისთვის, სტაბილურია. მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა, დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების მხრიდან დაკვირვება. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას”, – ამბობს ექიმი.

არსებული ცნობით, თირქიას სპეცრაზმელმა აქციაზე თვალში გაზის კაფსულა ესროლა

სრულად წაკითხვა