საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერით ჯენოა დაინტერესდა - ინფორმაციას კლუბთან დაახლოებული სააგენტო Calcio Genoa ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ტრანსფერით კლუბის ახალი რუმინელი მფლობელი დენ შუკუ არის დაინტერესებული.
შეგახსენებთ, თავად 23 წლის მექვაბიშვილის რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობს და მიმდინარე სეზონში შიდა ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.