ირაკლი კობახიძე: „მინდა, შევაჯამო ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ ხუთდღიანი ციკლი

2 weeks ago 13

 „მინდა, შევაჯამო ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ ხუთდღიანი ციკლიპრე­მი­ერ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ამე­რი­კულ­სა და ევ­რო­პულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით მოქ­მე­დებ­დნენ.

რო­გორც მან პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, “აქ­ცი­ა­ზე ერთ მხა­რეს იყ­ვნენ არა­ევ­რო­პუ­ლად მოქ­მე­დი ძა­ლა­დობ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი და მე­ო­რე მხა­რეს იყო ევ­რო­პუ­ლად და ევ­რო­პულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით მოქ­მე­დი პო­ლი­ცია, რაც არის ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლი“.

„მინ­და შე­ვა­ჯა­მო ჩა­ვარ­დნი­ლი “ნაც­მა­იდ­ნის“ ხუთ­დღი­ა­ნი ციკ­ლი. მინ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პი­რა­დად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს; მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და ამე­რი­კულ­სა და ევ­რო­პულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით. პირ­ვე­ლი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტე­ბი, გა­სუ­ლი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ყო­ველ­გვა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბის გა­რე­შე ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი. ამე­რი­კულ­სა და ევ­რო­პულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით მოქ­მე­დებ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და მოქ­მე­დებ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. მად­ლო­ბა მათ ამის­თვის. ერთ მხა­რეს იყ­ვნენ არა­ევ­რო­პუ­ლად მოქ­მე­დი ძა­ლა­დობ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი და მე­ო­რე მხა­რეს იყო ევ­რო­პუ­ლად და ევ­რო­პულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით მოქ­მე­დი პო­ლი­ცია, რაც არის ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

„ამ დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რა თქმა უნდა, ვერ გა­ექ­ცე­ვი­ან ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ძა­ლა­დო­ბას აორ­გა­ნი­ზებ­დნენ, მაგ­რამ თა­ვად ოფი­სებ­ში იმა­ლე­ბოდ­ნენ – ოფი­სებ­ში შე­მა­ლუ­ლი მდი­და­რი “ენ­ჯე­ო­ე­ბის“ ლი­დე­რე­ბიც ვერ გა­ექ­ცე­ვი­ან კა­ნო­ნით დად­გე­ნილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას”,- თქვა მან.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და “ენ­ჯე­ო­ებ­მა“ ათო­ბით ადა­მი­ა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის და სის­ხლის სა­მარ­თლის სას­ჯე­ლის­თვის გა­წი­რეს.

„ჩვენ ვწუხ­ვართ თი­თო­ე­უ­ლი და­შა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის, მო­მი­ტინ­გი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტის გამო. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამ დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე, რა თქმა უნდა, ვერ გა­ექ­ცე­ვი­ან ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ძა­ლა­დო­ბას აორ­გა­ნი­ზებ­დნენ, მაგ­რამ თა­ვად ოფი­სებ­ში იმა­ლე­ბოდ­ნენ. ასე­ვე, შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოფი­სებ­ში იმა­ლე­ბოდ­ნენ მდი­და­რი “ენ­ჯე­ო­ე­ბის“ ლი­დე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ამ ძა­ლა­დობ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში. გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი იყო მთე­ლი რიგი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მათ შო­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ძე­ნა მდი­და­რი “ენ­ჯე­ო­ე­ბის“ მიერ. რა თქმა უნდა, ოფი­სებ­ში შე­მა­ლუ­ლი მდი­და­რი “ენ­ჯე­ო­ე­ბი“ ლი­დე­რე­ბიც ვერ გა­ექ­ცე­ვი­ან კა­ნო­ნით დად­გე­ნილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. მაგ­რამ ამ ფაქ­ტზე კი­დევ ერთხელ მინ­და ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო – ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი და მათი “ენ­ჯე­ო­ე­ბის“ ლი­დე­რე­ბი იყ­ვნენ ოფი­სებ­ში შე­მა­ლუ­ლე­ბი ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დად­გეს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად.

ამ ადა­მი­ა­ნებ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და “ენ­ჯე­ო­ებ­მა“ გა­წი­რეს ათო­ბით ადა­მი­ა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის და სის­ხლის სა­მარ­თლის სას­ჯე­ლის­თვის. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ძა­ლა­დობ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი, რო­მელ­თაც რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბათ. ესეც შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და პო­ლი­ტი­კა­ნე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იკად­რეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი – უკად­რე­ბე­ლი, მათ შო­რის გა­დას­წვდნენ ბავ­შვებს, ხე­დავ­დით, რა ხდე­ბო­და ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ კამ­პა­ნი­ა­ში პირ­და­პირ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი რო­გორც რა­დი­კა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ისე მათი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი – რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. რა­საც ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბით ვხე­დავ­დით, ეს, უბ­რა­ლოდ, ამო­რა­ლუ­რია“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ინტერპრესნიუსი

სრულად წაკითხვა