,,ირაკლი ღარიბაშვილის ამბავი საერთოდ არ მიმაჩნია სასაცილოდ“ – არჩილ გამზარდია

1 week ago 10

2

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

,,ირაკლი ღარიბაშვილის ამბავი საერთოდ არ მიმაჩნია სასაცილოდ და ეს ყველაფერი ძალიან საშიშ გარემოებაზე მიანიშნებს:

1. სახელისუფლებო ვერსია.

სახელისუფლებო ვერსიის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის მდგომარეობა დამოუკიდებლად გამოწვეულ მიზეზებს მოჰყვა, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებამ წარმოადგინა მხოლოდ ოპონენტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილი ორგზის პრემიერი და დღემდე ოფიციალურად დეფაქტო მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. მისი ჯანმრთელობის ზიანის შესახებ ინფორმაცია, თუ იყო ეს ტრავმა, არ შეიძლება ყოფილიყო საიდუმლო, მეტიც, მომხდარისთანავე უნდა გავრცელებულიყო ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით.

რადგან ეს არ მოხდა, უკვე ჩნდება საფრთხილო ეჭვების სივრცე, რაც ქვეყნისთვის საშიში პრეცენდენტი შეიძლება იყოს.

2. ოპოზიციის ვერსია

ოპოზიციის ვერსიის თანახმად, ექსპრემიერი შიდა სივრცეშივე სცემეს. ამ ვერსიის რეალისტურობა უფრო მაღალია ზემოთ ნახსენები გარემოებებიდან გამომდინარე.

ეს მითუმეტეს საშიში რამ არის, რადგან შიდა დეფაქტო სახელისუფლებო გარჩევები თუ ამ მასშტაბამდე მივიდა, რომ ჩხუბის შედეგად ექსპრემიერს ჰოსპიტალიზება დასჭირდა, ეს საგანგაშოა.

ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვები, რომელთა პასუხები კიდევ მეტად გამოავლენს საშიშროების ხარისხს.

– რატომ გაუსწორდნენ?
– ვინ გაუსწორდა?
– რა ფარული ფაქტორები მოქმედებს?
– რატომ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია?
– რა კავშირი აქვს მომხდართან დეფაქტო აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას? პარტიას?
– რა კავშირი აქვს მომხდართან პარტიის საპატიო თავმჯდომარეს?
– რა ახალი გარემოებები გაჩნდა მომხდარის წინ და შემდეგ?
– რა იყო მიზეზი მომხდარის?

და ა.შ.

ეს ყველაფერი სახელმწიფოს უსაფრთხოებასაც ეხება და ვფიქრობ, სერიოზულადაა სამსჯელო.”

სრულად წაკითხვა