წაკითხვა: 5
მომღერალი ირმა სოხაძე “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მის მოქალაქეებს მოუსმინოს, მეტი დაუთმოს და ნუ იქნება ასეთი ხისტი მათ მიმართ.
ამის შესახებ მან 11 დეკემბერს, “ფორმულის” ეთერში განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილს ვეტყოდი, რომ მეტი ყურადღება მიაქციოს ხალხს, მეტი დაუთმოს, არ შეიძლება ასე ხისტად და რადიკალურად, რეპრესიული მანქანის ჩართვით უირთიერთობა საკუთარ მოსახლეობასთან, წავიდეს დათმობებზე, თუ უნდათ აღიარონ, თუ უნდათ ნუ ჩაატარებენ არჩევნებს თავიდან, მაგრამ გადათვალონ, გაასწორონ ის შეცდომები რაც არჩევნებში იყო.
მეგობრებო, კურსი, რაზეც 30 წელზე მეტია დაიხოცა საქართველო”- განაცხადა ირმა სოხაძემ, რომელი 28 ნოემბრიდან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ცემისა და დარბევის შემდეგ გაემიჯნა “ქართულ ოცნებას”.
მომღერლის თქმით, ის ხედავს, რომ ხელისუფლების კურსი არ არის ევროპისკენ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს